ჩემი პრაქტიკული კვლევა

среда, 5 июня 2019 г.


გაკვეთილის გეგმა
                                                                               
მასწავლებლის სახელი და გვარი:  მანანა გურგენაძე
პირადი ნიმერი:  09001008758
საგანი: მათემატიკა
კლასი / სწავლების საფეხური:    საბაზო. VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  6  მოსწავლე (სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება)
 გაკვეთილის თემა: გეომეტრიული გარდაქმნები. ღერძული სიმეტრია.
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელი /გამჭოლ კომპენტენციაზე ორიენტირებული
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეები შეისწავლიან კონსტრუქტივისტული მეთოდით  გეომეტრიულ გარდაქმნებს. კოორდინატების  გამოყენებით ამოიცნობენ  გეომეტრიულ ფიგურების მიმართ  სიმეტრიულ ფიგურებს, შეავსებენ ფიგურებს  სიმეტრიული ფიგურის მიღებამდე, იმსჯელებენ და გააკეთებენ  დასკვნებს  გეომეტრიულ გარდაქმნათა შესახებ.  შეძლებენ  გეომეტრიული გარდაქმნების  გამოყენებას.
გაკვეთილის  თემისა და მიზნის შესაბამისობა,ეროვნული  გეგმის მოთხოვნებთან:
    გაკვეთილის გეგმა სრულად შეესაბამება სასწავლო წლის მოცემული პერიოდის
კალენდარულ გეგმას, გამოყენებული აქტივობები თანხვედრაშია კონკრეტული კლასის
მათემატიკის  საგნობრივი პროგრამის მოთხოვნებთან და ემყარება ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული ზუსტიმეცნიერებების  საგნების სწავლების მიზნებსა და
ამოცანებს
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა.
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
მათ. VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება ორიენტირებისათვის.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარები:
საკოორდინატო სიბრტყე. სიმეტრიული წერტილის აგება.
სტანდარტი:  მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა.
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
მათ. VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება ორიენტირებისათვის.


შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
 1.
აქტივობა#1
საორგანიზაციო მხარის მოგვარება

აქტივობის მიზანი:
მისალმება, პოზიტიური გარემოს შექმნა და მოწავლეთა სწრებადობის დადგენა

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს მივესალმები და  
სწრებადობის დადგენის მიზნით  ვაწარმოებ საკლასო ჟურნალს,პოზიტიური გარემოს შექმნისთვის ვაჩვენებ  მამოტივირებელ ფოტოს პროექტორის ეკრანზე გამოტანილს.
ვერბალური მეთოდი

სიის ამოკითხვა
საერთო საკლასო
საწერკალამი
საკლასო ჟურნალი
PowertPoint-ში წარმოდგენილი სურათები ღერძულ სიმეტრიაზე

2წთ
2
აქტივობა#2
არსებული ცოდნის  გააქტიურება

აქტივობის მიზანი:მოსწავლეთა  ცოდნის შემოწმება თუ როგორ არიან მზად  ახალი მასალის  შესათვისებლად.

აქტივობის აღწერა:
ფრონტალური კითხვებით მოვახდენ წინარე ცოდნის შემოწმებას  საორიენტაციო კითხვებით მაგ.
1)      გავიხსენოთ საკოორდინატო სიბრტყეს,  სიმეტრიული წერტილის აგება საკორდინატო სიბრტყეზე.  პროგრამა       Geogebr-ის საშულებით პოულობენთ წერტილის კოორდინატებს,  შემდეგ პოულობენ  რომელი წერილებია  ტოლი მანძილებით  დაშორებული  OX  და   OY ღერძებიდან 
ვერბალური მეთოდი
კითხვა -პასუხი
საერთო საკლასო
კომპიუტერი
პროექტორი
გამოსაძახებელი ჩხირები
პროგრამა Geogebra
6წთ
3
აქტივობა  N 3
გონებრივი იერიში:
 აქტივობის მიზანი: მოსწავლეების აქტიურობის ამაღლების  და მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს სიმეტრიის შესახებ.
აქტივობა:  ღერძული სიმეტრიის არსის გააზრება.
ქაღალდის ერთ ნახევარზე დავასხათ საღებავი და ქაღალდი გადავკეცოთ შუაზე წრფის გასწვრივ, მივიღებთ საღებავის ლაქის ანაბეჭდს. მოსწავლეები აკვირდებიან ლაქას წრფის ორივე მხარეს და გამოთქვამენ მოსაზრებებს.

ვერბალური მეთოდი
კითხვა -პასუხი
საერთო საკლასო
ქაღალდი,
საღებავი
3 წთ
 4.
აქტივობა N 4
აქტივობის მიზანი: 
გაკვეთილს ვაგრძელებ სლაიდების  ჩვენებით ღერძული სიმეტრიის შესახებ და პარალელურად ვახდენ მოსწავლეთა გამოკითხვას.
აქტივობის აღწერა პროექტორის საშუალებით ეკრანზე გამოვიტან  კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით მათ უნდა გასცენ წარმოდგნლ კითხვებზე პასუხები,  მოსწავლეები შეირჩევიან  გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით.

ვერბალური მეთოდი


`
საერთო საკლასო
კომპიუტერი
გამოსაძახებელი
ჩხირები

PowertPoint-ში წარმოდგენილი სურათები ღერძულ სიმეტრიაზე

10წთ
4
აქტივობა 5
   ამოვაცნობინებ მოსწავლეებს მოცემული წერტილების სიმეტრიულ წერტილებს აბსცისათა და ორდინატთა ღერძების მიმართ და ისინი ამჩნევენ კანონზომიერებებს რომლებიც ახასიათებთ ამ ღერძების მიმართ აგებულ წერტილებს და ამის შემდეგ მოსწავლეები ავსებენ ცხრილს სადაც წერენ მოცემული წერტილების სიმეტრიულ წერტილებს აბსცისათა და ორდინატთა ღერძების მიმართ.

დაკვირვება
ანალიზი

საერთო საკლასო
ფლირჩატი,
დაფა , ცარცი
პროექტორი , კომპიუტერი და სამუშაო პროგრამა
5 წთ
5
აქტივობა  N 6                   შემდეგ მოსწავლეები ამოიცნობენ ფურცლებზე მოცემულ ღერძულად სიმეტრიულ ფიგურებს,ამბობენ მათი სიმეტრიის ღერძების რაოდენობას  და ავსებენ ფორმატზე მოცემულ დიაგრამას, სადაც უნდა მოეხდინათ კლასიფიცირება იმ ფიგურებისა, რომლებსაც ჰქონდათ 1,2 ან 2-ზე მეტი სიმეტრიის ღერძი, ან საერთოდ არ ჰქონდათ სიმეტრიის ღერძი.
დაკვირვება
ანალიზი
საერთო საკლასო
ფლირჩატი  მარკერი   თვალსაჩინოება რომელზედაც მოცემულია  სხვადასხვა ფიგურები
5წთ
6
აქტივობა N 7 ცოდნის გააქტიურება
 აქტივობის მიზანი მოსწავლეები ამოიცნობენ  აბსცისათა და ორდინატთა ღერძის მიმართ სიმეტრიულ მონაკვეთებს, სამკუთხედებს და სხვა  ფიგურებს.

 აქტივობის აღწერა:შემდეგ მოსწავლეებს  დაურიგდებათ ფურცლებზე დახაზულ საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემული ფიგურის  ფრაგმენტი და მათ უნდა  შეავსონ ეს ფიგურა თუ ვიცით რომ აღნიშნული  ფიგურა სიმეტრიულია OX და OY ღერძების მიმართ
I  ჯგუფი:
მოსწავლეებმა  უნდა შეავსონ ეს ფიგურა  OX ღერძის მიმართ და უნდა დაასახელონ სიმეტრიის რამდენი ღერძი აქვთ
II ჯგუფი

მოსწავლეებმა  უნდა შეავსონ ეს ფიგურა  OY ღერძის მიმართ დაშესაბამისად  უნდა დაასახელონ სიმეტრიის რამდენი ღერზი აქვთ


დაკვირვება და
ანალიზი

პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
კომპიუტერი
პროექტორი
PowerPoint
ფლიპჩარტი მარკერი
ბარათები
8წთ
7
აქტივობა N 8
 გასასვლელი ბილეთები

შეკითხვებით:
რა იყო გაკვეთილის თემა?
რა იყო გაკვეთილის მიზანი?
რომელი აქტივობა  მოგეწონათ?
რომელი აქტივობა  გადაგეხმარათ   მიზნის მიღწევაში?
როგორ  შეაფასებით საკუთარ  თავს?
ბარათებზე პასუხის გაცემა და შეგროვება: 



ვერბალური მეთოდი

ინდივიდუალური
ფურცელები, კალამი
3წთ
8
აქტივობა N 9
საშინაო დავალება
 ვაძლევ საშინაო დავალებას VIIკლასის მათემატიკის სახელმძღვანელოდან. შეძლებენ  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის  დამოუკიდებლად გამოყენებას.




შეფასება 10
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებისათვის მიღებული ცოდნის შფასება.

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეების ვაფასებ საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული შეფასების რუბრიკებით. 
მოსწავლეთა-თვითშეფასება

ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები განმავითარებელი და განმსაზღვრელი
3 წთ

გაკვეთილის  ბოლოს მისაღწევი შედეგები
             მოსწავლეები აგებენ წრფის მიმართ სიმეტრიულ ფიგურებს. მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნებს გეომეტრიულ გარდაქმნათა შესახებ. ამოიცნობენ სიმეტრიულ ფიგურებს. შეავსებენ ფიგურებს სიმეტრიულ ფიგურამდე. მოძებნიან სიმეტრიის ღერძებს. შეძლებენ გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას..

შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)